თელავში მიწისძვრა მოხდა
როგორც knews.ge-ს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრის სიმძლავრე 3 მაგნიტუდა იყო. სეისმოლოგების ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი სოფელ ლაფანყურის ჩრდილო-დასავლეთით, 14 კილომეტრში, დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.