ილიას ტბისა და დოლოჭოპის ნაქალაქარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
როგორც knews.ge-ს ყვარლის მერმა, როსტომ სესიაშვილმა განუცხადა, გზის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება.
“დოლოჭოპში აღმოჩენილია V საუკუნის ბაზილიკის ტიპის უდიდესი სატაძრო კომპლექსი, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი გამორჩეულად მიმზიდველი ობიექტი გახდება. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია. აღნიშნული პროექტის განხორცილება, რომელიც ილიას ტბასა და დოლოჭოპის ნაქალაქარს დააკავშირებს, ტურისტების ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს”, – განუცხადა knews.ge-ს როსტომ სესიაშვილმა.