თელავში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს
ასოციაციის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ღრმა და ყოველისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (DCFTA) მნიშვნელობაზე და ფერმერულ მეურნეობებზე მისი ზეგავლენის შესახებ. ირინა ფხოველიშვილის განცხადებით, DCFTA ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პროდუქციის წარმოებას.
„DCFTA ძალიან დიდ შესაძლებლობას აძლევს ფერმერს. ვფიქრობ, ჩვენმა ფერმერებმა უნდა მიიღონ სპეციალური ცოდნა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და თავიანთ მეურნეობაში დანერგონ ის მეთოდები, რომლებიც უფრო მეტად მისაღებია ევროპული ბაზრისთვის. ჩვენს ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, ზოგიერთი პროდუქტი გაიტანონ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უნდა ვისწავლოთ ერბლივად საკითხის შესწავლა და კოოპერაციაში გაერთიანება, რადგან საერთაშორისო ბაზარი ითხოვს, ჰქონდეს უწყვეტი მიწოდება“, – განუცხადა Knews.ge-ს ირინა ფხოველიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს სოფლის მეურნეობასა და აგრარულ ვაჭრობაზე DCFTA-ს ზეგავლენა სექტორში მიმდინარე რეფორმებისგან იზოლირებულად არ უნდა შეწასდეს. ფხოველიშვილი ხელისუფლებას ურჩევს, კონცენტრირებული იყოს მცირე ზომის ფერმერბისთვის კვლებისა და ექსპენციის სერვისების გაუმჯობესებაზე.