ველისციხელი ძალოსანი მსოფლიო ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა
„ვმონაწილეობდი 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში. კონკურენტული ბრძოლა იყო. ჩემს წონით კატეგორიაში 18 სპორტსმენი მონაწილეობდა. დაძაბულ ბრძოლაში, წონით კატეგორიაში და აბსოლუტურ ჩათვლაში, პირველი ადგილი მოვიპოვე“, – განაცხადა გიორგი ბეროშვილმა.
ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი უკრაინის ქალაქ ლუცკში ჩატარდა. მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 400-მდე სპორტსმენი, მათ შორის, საქართველოდან 9 ძალოსანი მონაწილეობდა. საქართველომ, გუნდურ ჩათვლაში, მე-3 ადგილი მოიპოვა.