მოზვერ შოუ – პირველი გადაცემა
საკვების მწარმოებელი კომპანია „აგროქიზიყი“ და მედია ორგანიზაცია ,,კახეთის ხმა”, ერთობლივი იდეის ფარგლებში, რეალითი შოუს “The Mozver Show” იწყებს. გადაცემათა ციკლი 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება. კახელი ფერმერები ვიდეო სიუჟეტების მეშვეობით მიიღებენ ინფორმაციას, რა შედეგების მიღწევა შეიძლება პირუტყვის ტრადიციული და კომბინირებული კვების შემთხვევაში.
კომპანია “აგროქიზიყის” დირექტორი, ბექა გონაშვილი აცხადებს, რომ რეალითი შოუს მიზანია ადგილობრივი ფერმერების ინფორმირება ცხოველთა კვების ალტერნატიული საშუალებების შესახებ, რომელიც გათვლილია მეტ ფინანსურ სარგებელზე.
პროექტის ბენეფიციარები თელავსა და ახმეტაში მცხოვრები ფერმერები არიან. სოფელ ყარაჯალაში 2 მოზვერი ტრადიციული მეთოდით, ხოლო ქისტაურში მდებარე ფერმაში 2 მოზვერი,,აგროქიზიყის“ მიერ დამზადებული კომბინირებული საკვების მეშვეობით გაიზრდება.
ფერმერებს ექნებათ საშუალება, ერთმანეთს შეადარონ კვების მეთოდები, რომელიც დღემდე განხილვის თემად რჩება. ბექა გონაშვილი ამბობს, რომ კვების ახალი ტექნოლოგიური პროცესების სწორად დანერგვისთანავე საქონლის მეხორცულობა იზრდება.
გონაშვილის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული სტრეოტიპების გამო ფერმერები ჯერ კიდევ ვერ რისკავენ საქონლის კომბინირებული საკვებით გამოზრდას, ,,აგროქიზიყის“ მიერ დამზადებული საკვები მოხმარება კახეთის რეგიონში იზრდება.
შოუს მეორე გადაცემაში ყურადღება გამახვილდება მეცხოველეობაში გავრცელებულ დაავადებებზე, რომლითაც პირუტყვის ინფიცირების რისკი მაღალია.
გადაცემაზე მუშაობდნენ:
იდეის ავტორი: ბექა გონაშვილი
ავტორები: ნატალია ცისკარაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი, გიორგი ბეჟანიშვილი
AgroTVსაავტორო უფლებები დაცულია (C)