კამპანია ძალა ევროპაშია თელავიდან დაიწყო
ევროტურმა სტარტი თელავიდან აიღო. კოალიციის „ევრო-ატლანტიკური საქართევლოსთვის“ და „საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს“ წარმომადგენლები დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის დადებით მხარეებსა და რუსული პროპაგანდის გავლენებზე.
როგორც knews.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა განუცხადა, ევროტურის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და რუსული პროპაგანდის შესახებ, რათა შემუშავდეს რუსული ნარატივის მატარებელ სტერეოტიპებთან ბრძოლის ერთობლივი გეგმა. ეკა გიგაურის თქმით, ამ პროცესში თითოეული მოქალაქე აქტიურად უნდა ჩაერთოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსახლეობა ინფორმირებული იყოს, რატომ არის მნიშვნელოვანი, საქართველოს დაუახლოვდეს ნატოს და ევროკავსირს. ცხადია, რომ თუ ამ მიმართულებით განვითარდება ჩვენი ქვეყანა და იქნება უფრო მეტად დაცული, შევქმნით ევროპული ტიპის სახელმწიფოს, უკეთესი იქნება სასამართლო სისტემა, განათლების სიტემა, უკეთესად იცხოვრებენ პენსიონერები. კარგია, რომ ზუსტად ამ მიმართულებით ვვითარდებით. ჩვენ გვინდა, რომ ავუხსნათ მოსახლეობას, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და ის, რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა ზუსტად ამ მიმართულებით მოძრაობა, ეს არის ერთადერთი სწორო გზა. სამწუხაროდ, რუსული პროპაგანდა არის ძალიან ძლიერი ჩვენს ქვეყანაში. ამაზე საუბრობს სახელმწიფოც. ვფიქრობ, რომ მხოლოდ სახელმწიფომ არ უნდა ებრძოლოს რუსულ პროპაგანდა. მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქე ჩაერთოს ამ ბრძოლაში”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
„კამპანია ძალა ევროპაში“ კახეთში, ხვალ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის მოსახლეობასთან დასრულდება. ევროტურები დაგეგმილია საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
კამპანია ხორციელდება “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ მიერ, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებისა და პროფილის 24 საზოგადოებრივი ორგანიზაცია.