თელავის აეროპორტით ძირითადად უცხოელები სარგებლობენ
აეროდრომის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოთხოვნა უმეტეს შემთხვევაში საჰაერო ტურებზეა და იშვიათად დამკვეთები თელავიდან ძირითადად ბათუმის, მესტიის ან სხვა აეროპორტებში მიფრინავენ.
,,მუდმივი ფრენები თელავის აეროდრომიდან არ ხორციელდება და თუ ამ მიმართულებით დაინტერესება იქნება, ადმინისტრაცია შესაბამის ნაბიჯებს გადაგამს.
ძირითადად დაკვეთები მაინც საჰაერო ტურებზეა. როდესაც ვიზიტორებს სურთ აღმოსავლეთ საქართველოს ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, ვერტმფრენით დამკვეთები უმეტესად უცხოელები არიან, დანარჩენი კი ადგილობრივები. აეროდრომი საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრია და კერძო ფრენებსაც ახორციელებს”, – აცხადებენ თელავის აეროდრომის ადმინისტრაციაში.