ახალი ამბები

დედოფლისწყაროს სოფელ საბათლოს დაარსებიდან 100 წელი უსრულდება

როგორც knews.ge-ს დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განუცხადა, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სოფელში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. 
“წელს სოფელ საბათლოს დაარსებიდან 100 წელი უსრულდება და ვფიქრობ, ამ თარიღის აღნიშვნა აუცილებელია. ამიტომაც საბათლოში მერის წარმომადგენელს და სამსახურის ხელმძღვანელებს ვთხოვე, რომ შესაბამისი ღინისძიებები ერთობლივად დაგეგმოთ”, – განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.