დავით ბაქრაძე – ჩვენი ინიციატივაა, გამსხვილდეს მაჟორიტარული ოლქები
მისივე თქმით, პარტიის ინიციატივაა, შეიქმნას სამმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები.
,,პარტიის ინიციატივა, მაჟორიტარული ოლქები გამსხვილდეს და შეიქმნას სამმანდატიანი ოლქები. ეს ნიშნავს, რომ პირველ ადგილზე გასულ პარტიას ექნება მაჟორიტარული მანდატების 1/3. მაჟორიტარული მანდატების 1/3-ს ავტომატურად წაიღებს ოპოზიცია და მეორე ადგილზე გასული პარტია, ხოლო დარჩენილი 1/3 გადანაწილდება შეთანხმებული ფორმულით. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ვინც არ უნდა იყოს პირველ ადგილზე გასული პარტია, იქნება ეს „ევროპული საქართველო“, „ქართული ოცნება“ თუ ნებისმიერი სხვა პარტია, ერთი პარტია ვერ ჩაიდებს ჯიბეში ყველა მანდატს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვეყოლება პარლამენტი, სადაც იქნება მეტი პოლიტიკური ძალა, რომელიც უკეთესად ასახავს მოსახლეობის ინტერესებს, განწყობას და იქნება უფრო სამართლიანი განაწილება. კიდევ ერთი პლუსი ჩვენგან შემოთავაზებული მოდელის გახლავთ ის, რომ ეს არ საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებას. რჩება ისევ 74 მაჟორიტარული ოლქი და საკმარისი იქნება საარჩევნო კოდექსის ცვლილება,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.