,,თუშეთის გზაზე მეწყერი დაახლოებით 1 კილომტრზეა ჩამოწოლილი”
როგორც knews.ge-ს ახმეტის მერის მოადგილემ ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, სპეციალური ტექნიკის მეშვეობით ტერიტორია უკვე იწმინდება გზის ნაშალისგან.
,,წელს ამ ადგილას ორჯერ დიდი მეწყერია ჩამოწოლილი. რაც შეეხება თუშეთის გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ კომპანიას, მან გზის გაწმენდის სამუშაოები პირნათლად, დათქმულ ვადებში შეასრულა, თუმცა ამხელა მასისგან ტერიტორიის გასუფთავება გაცილებით დიდ ხარჯებს მოითხოვს და შესაძლოა დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოებში რამდენიმე კომპანია ჩაერთოს.“– განუცხადა knews.ge-ს ვაჟა ნასყიდაშვილმა.
ნასყიდაშვილმა ვერ აკონკრეტებს როდის გაიხსნება ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. თუშეთთან დამაკავშირებელი გზის 56-ე კილომეტრზე დაახლოებით 700 000 კუბურ მეტრამდე მოცულობის კლდოვანი მასა 7 მაისს ჩამოიშალა. როგორც Knews.ge-ს შპს „გერალის“ დირექტორმა განუცხადა, შემთხვევის შედეგად მდინარე ალაზნი 500 მეტრ ფართობზე დაგუბდა და გზის სავალი ნაწილი 10 მეტრ სიმაღლეზე დაიფარა. ტარიელ წიკლაურის ინფორმაციით, სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა, სავარაუდოდ, 15 ივნისამდე ვერ გაიხსება.
ფშაველი–აბანო–ომალოს დამაკავშირებელი გზის 56 კილომეტრზე , დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა გასულ წელსაც მოწყდა, რომელმაც დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზანი დააგუბა. ამ პრობლემის გამო თუშეთის გზა, შარშან, 12 ივნისს გაიხსნა. თუშეთში ტურისტული სეზონი 3–4 თვე გრძელდება. თუშეთთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გერალი“ ახორციელებს.