მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600, ომში გარდაცვლილთა ოჯახებს 300 ლარი გადაეცმათ
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 აპრილის განკარგულების თანახმად, დახმარებას მუნიციპალიტეტებში ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ოჯახის წევრებად ითვლებიან მეუღლე, რომელიც მეორედ აღარ დაქორწინებულა, ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრი, რომელიც გარდაცვლილის კმაყოფაზე იმყოფებოდა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე იღებდა მარჩენალის პენსიას.