მოსწავლეები პროფესიული და ზოგადი განათლების ერთდროულად მიღებას შეძლებენ
საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ქეთევან ნატრიაშვილის განცხადებით, 9 კლასის დასრულების შემდგომ საქართველოს მოქალაქეს პროფესიული და ზოგადი განათლების ერთდროულად მიღების შესაძლებლობა ექნება. ნატრიაშვილის ინფორმაციით, როდესაც მოქალაქე გადაწყვეტს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას, უნივერსიტეტი გადაწყვეტს შესაბამისი მიმართულებით კრედიტების აღიარების საკითხს.
“კანონპროექტი ითვალისწინებს მრავალ სიახლეს, რომელიც პროფესიულ განათლებაში არსებულ თითქმის ყველა გამოწვევას უპასუხებს. სიახლეები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა პროფესიული განათლების ზოგად და უმაღლესს განათლებას შორის კავშირების გაუმჯობესება. გათვალისწინებულია, რომ 9 კლასის დასრულების შემდგომ საქართველოს მოქალაქე თუ გადაწყვეტს ზოგადი განათლების მიღებას, მას პროფესიულ განათლებასთან ერთად შეეძლება ზოგადი განათლების მიღების დასრულებაც, შესაბამისად როგორც კი გადაწყვეტს უმაღლესი განათლების კუთხით სწავლის გაგრძლებას, უნივერსიტეტი გადაწყვეტს კრედიტების აღიარების საკითხს”, – აცხადებს ქეთევან ნატრიაშვილი.