დედოფლისწყაროში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა
ტურნირი მიეძღვნა საქართველოს ჩემპიონის, ლევან გოგილაშვილის ხსოვნას. დედოფლისწყაროს მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატში 2003, 2004 და 2005 წლებში დაბადებული დედოფლისწყაროელი, თბილისელი, გარდაბნელი, საგარეჯოელი, ყვარლელი და გურჯაანელი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
,,სხვადასხვა წონით კატეგორიაში საგარეჯოელებმა ხუთი, დედოფლისწყაროელებმა ოთხი და თბილისელებმა სამი პირველი ადგილი მოიპოვეს. სპორტული ღონისძიება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა”, – განაცხადეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში.