ახალი ამბები

ყვარლის მუსიკალური სკოლის პირველი მასწავლებელი 100 წლის გახდა

 მას იუბილე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს ყვარლის მერიის ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ავაზაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვანო მამულაშვილმა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა უშანგი მათიკაშვილმა, კულტურის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ზარდიაშვილმა და მერის თანაშემწემ ლია გიგიტაშვილმა. 

თამარ გოტაძე ყვარლის მუსიკალური სკოლის დამაარსებელი და პირველი მასწავლებელია. მისი დამსახურებით მუსიკალური სკოლა დღემდე დიდ როლს ასრულებს ბავშვების შემოქმედებით განვითარებაში”, – განაცხადეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.