ახალი ამბები

თელავში ავტოავარიის დროს ორი ადამიანი დაშავდა

ავარიის შედეგად მგზავრი და მძღოლი მძიმედ დაშავდნენ, რომლებიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. უცნობია, რა გახდა ავტოავარიის მიზეზი. როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.