ახალი ამბები

“ავტომანქანების და უძრავი ქონების დალომბარდება აიკრძალება”

მისივე ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც ლომბარდი კრიმინალის წახალისების წყაროც გამხდარა, ამიტომ ახალი რეგულაცია, რა თქმა უნდა, ლომბარდებზეც გავრცელდება. 
,,გვაქვს კონსულტაციები და ჩვენი მოსაზრებაა ის, რომ ლომბარდებში აიკრძელოს ავტომანქანების და ქონების დალომბარდება. მიუღებელია ოპონენტების არგუმენტები, რომ თითქოს ამით ადამიანებს ბიზნესის დასაწყებად, სასტარტო კაპიტალზე წვდომა შეეზრუდებათ. რომელი წარმატებული ბიზნესპროექტი იცით, რომლის სასტარტო წყაროც იყო ლომბარდში ჩადებული ავტომობილი? რეგულაციების არარსებობამ ამ კუთხით მოქალაქეებსა და ლომბარდებს შორის არაჯანსაღი ურთიერთობები წაახალისა, განსაკუთრებით ავტომანქანებისა და უძრავი ქონების დალომბარდების კუთხით, ამიტომ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ლომბარდებს უნდა აეკრძალოთ მანქანებისა და უძრავი ქონების მიღება. შესაბამისად მათი საქმიანობის სფერო უნდა იყოს მკაცრად განსაზრვრული და არ უნდა მოიცავდეს ე.წ. რეგისტრირებულ ქონებას. ის საპროცენტო ჭერი და მაქსიმალური ზღვარი, რომელიც დაწესდება, შეეხება ლომბარდებსაც”, – განაცხადა ბახტაძემ. 
ფინანსთა მინისტრის თქმით, მისი სურვილია, რომ ეს რეგულაცია მაისის თვეში შევიდეს ძალაში.