ახალი ამბები

გურჯაანში დიდების მემორიალზე განთავსებული დაზიანებილი ჯიხურები აღადგინეს

 ჯიხურები მიმდინარე წლის მარტში დააზიანეს. კონსტრუქციები, რომლებიც ქალაქში ტურიზმის განვითარებასა და მცირე ბიზნესის გაძლიერებას უნდა მოხმარებოდა, ავსტრიელმა სტუდენტებმა ააწყეს. 
2017 წელს ქალაქ გურჯაანში მდებარე დიდების მემორიალზე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და არქიტექტურული სამუშაო ჩატარდა, რომელშიც ქართველი და უცხოელი მოხალისე არქიტექტორები იყვნენ ჩართულები.
მოხალისეებმა სოფია გარნერმა, ამანდა შპერგერმა, მარსელ ებნერმა, ლუკას ბენერმა, დილაი თიურემ, ნიკოლას კუკლაკისმა ადგილობრივებთან ერთად სხვადასხვა სახის არქიტექტურული სამუშაო განახორციელეს. ისინი ავსტრიის უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობენ. 
,,ჩემი მოტივაცია იყო მოსახლეობის დახმარება. როცა ჩემმა მეგობარმა მთხოვა პროექტში ჩართვა, გამიხარდა და მაშინვე დავთანხმდი. მე ვსწავლობ და ვცხოვრობ ავსტრიაში, წარმოშობით გერმანელი ვარ’’, – განუცხადა knews.ge-ს ავსტრიელმა სტიდენტმა, ლუკას ბერენმა.
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია “ვეჟინმა” იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.