ახალი ამბები

კოლაგში წმ. გიორგის სახელობის მოქმედი ტაძრის რეაბილიტაცია იწყება

როგორც knews.ge-ს გურჯაანის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა განუცხადა, ტაძრის ჭერი დაზიანებულია და შესაძლოა ჩამოიშალოს. თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. 
„კოლაგის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ჭერი არის დაზიანებული და მას ჩამოშლის საფრთხე ემუქრება. კედლებიც დაბზარულია. ტაძარი მეცხრამეტე საუკუნით თარიღდება. ეკლესია მოქმედია და ამიტომ მნიშვნელოვანია მისი რეაბილიტაცია არა მხოლოდ ძეგლის გადარჩენის, არამედ მრევლის უსაფრთხოების მიზნითაც“, – განუცხადა knews.ge-ს თამაზ მარკოზაშვილმა.