ახალი ამბები

თუშეთის გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა

Knews.ge-ს შპს „გერალის“ დირექტორმა ტარიელ წიკლაურმა განუცხადა, შემთხვევის შედეგად მდინარე ალაზნი 500 მეტრ ფართობზე დაგუბდა და გზის სავალი ნაწილი 10 მეტრ სიმაღლეზე დაიფარა. 
„გუშინ ვერტმფრენით გადავიფრინეთ და ტერიტორია დავათვალიერეთ. გვინდოდა, რომ ადგილზე გვენახა მდგომარეობა, მაგრა ნისლი და ვერტმფრენი ვერ დაჯდა. შარშანდელთან შედარებით წყალი უფრო დიდ ფართობზეა, დაახლოებით 500 მეტრზეა დაგუბებული, ხოლო მისი სიღრმე 10 მეტრამდე იქნება“, – განუცხადა knews.ge-ს ტარიელ წიკლაურმა. 
მისივე თქმით, სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა, სავარაუდოდ, 15 ივნისამდე ვერ გაიხსება. 
„გზის 53-ე და 54-ე კილომეტრზე დიდი ზვავებია ჩამოწოლილი, რომლის გაჭრაც უკვე დავიწყეთ. ჩვენი ვარაუდით, 56-ე კილომეტრმდე კვირის ბოლოს ალბათ უკვე მივალთ, სადაც მეწყერია ჩამოწოლილი. რაც შეეხება გზის გახსნას, ამ ეტაპზე გამიჭირდება თქმა, როდის გავხსნით გზას. სამუშაოები, სავარაუდოდ, საკმაოდ რთული იქნება და ალბათ 15 ივნისამდე ვერ მოხერხდება გზის გახსნა. დამეწყრილ მონაკვეთთან შემოვლითი საცალფეხო ბილიკი გაიჭრა და მეცხვარეებს მთისკენ ცხვრის ფარების გადარეკვაში პრობლემა არ შეექმნებათ“, – განაცხადა ტარიელ წიკლაურმა.
ფშაველი–აბანო–ომალოს დამაკავშირებელი გზის 56 კილომეტრზე , დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა გასულ წელსაც მოწყდა, რომელმაც დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზანი დააგუბა. ამ პრობლემის გამო თუშეთის გზა, შარშან, 12 ივნისს გაიხსნა. თუშეთში ტურისტული სეზონი 3–4 თვე გრძელდება. თუშეთთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გერალი“ ახორციელებს.