ახალი ამბები

გიორგეთის სკოლაში ქვეწარმავლების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს

 როგორც Knews.ge-ს სკოლის დირექტორმა, თამარ მაისურაძემ განუცხადა, პირველ სართულზე მდებარე საკლასო ოთახებში იატაკი გამოიცვალა და სარდაფიც ბადეებით შეიფუთა. 
,,სპეციალისტებმა სპეციალური შესაწამლი სითხე დაგვიტოვეს, გვითხრეს, რომ გველები არ არიან შხამიანები, მაგრამ გვეშინია. ქვეწარმავალის სკოლაში არსებობა დაუშვებელია, ადამიანებს რომც ერჩოდეს”, – აცხადებს თამარ მაისურაძე.
მისივე თქმით, პრობლემის მოგვარების მიზნით სკოლაში აუცილებელია სრული და ხარისხიანი სარეაბილიტაციო სამუშაოს ჩატარება. 
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ქვეწარმავლების შემოსევას ახლომდებარე დაჭაობებულ ტერიტორიას უკავშირებენ.
,,მერია შესაბამის სამსახურთან ერთად შეისწავლის და რა საშუალებაც გვექნება, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შევასრულებთ სამუშაოებს, რომ სკოლაში ქვეწარმავლების მოხვედრა არ დავუშვათ”, – განაცხადეს ლაგოდეხის მერიაში.