ყვარლის მერიის 3 სამსახურს ახალი ხელმძღვანელები ყავს
როგორც knews.ge-ს ყვარლის მერიაში განუცხადეს, თითოეული მათგანი პროფესიონალი და კვალიფიციური კადრია, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართმევს თავს.
,,დღეს, მერმა ყვარლის მერიის 3 სამსახურის, 1 განყოფილების ხელმძღვანელი და 5 ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი ოფიციალურად წარუდგინა თანამშრომლებს. ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა ვალერი გოქსაძე, იურიდიული სამსახურის უფროსად – დავით ელოშვილი, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურს უხელმძღვანელებს გიორგი ლურსმანაშვილი და მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელი კი იქნება გივი ჩახნაშვილი. 5 ტერიტორიულ ერთეულში მერს ჰყავს ახალი წარმომადგენლები. ქალაქ ყვარლის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელის თანამდებობაზე დაინიშნა ზურაბ ნემსაძე, სოფელ გავაზის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი იქნება ავთანდილ ცუკოშვილი, ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულში – მალხაზ მარტიაშვილი, სოფლების: კუჭატნის, წიწკანაანთსერისა და სანავარდოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი მაია მედოიძე იქნება და სოფელ ბალღოჯიანის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი კი – შოთა იობაშვილი’’,- განუცხადეს knews.ge-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.