კახეთში მსოფლიო რბენაში ნინა ზარინამ და ალექსანდრ ჩებურკინმა გაიმარჯვეს
მან 74.69 კმ გაირბინა, ვიდრე „ფინიშ მანქანა“ დაეწეოდა. რაც შეეხება ქალებს, რბოლაში პირველი ადგილი ნინა ზარინამ დაიკავა. მან 47.3 კილომეტრი დაფარა. საქართველო ქალებს შორის დაფიქსირებული მაჩვენებლით მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა.
ეტლით მორბენალთა შორის პირველობა ირმა ზვერიაშვილმა და მერაბ დუკაშვილმა მოიპოვეს. საქველმოქმედო მარათონი „მსოფლიო რბენა“ კახეთში, 6 მაისს, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ მეხუთედ გაიმართა. რბენის მონაწილეებმა სტარტი 15:00 საათზე აიღეს. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, წელს „მსოფლის რბენაში“ მონაწილეობის მისაღებად 7 000 მონაწილე დარეგისტრირდა. Wings for Life-ის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, მარათონში 3 253-მა ადამიანი მონაწილეობდა.
როგორც knews.ge-ს კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება „Wings for Life“-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. “Wings for Life World Run” საქველმოქმედო მარათონია, რომელიც ერთდროულად უამრავ ქვეყანაში იმართება. მარათონი მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს.