კახეთში მსოფლიო რბენისთვის გამოყოფილი ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ადგილი გუშინ ბოთლებით, პარკებით და საკვების ნარჩენებით დაბინძურდა.
უწყების ინფორმაციით, დანაგვიანებული ადგილის დასუფთავება გუშინვე დაიწყეს და ნაგვის 30-მდე ბუნკერი ლოპოტას მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე გაიტანეს.
საქველმოქმედო მარათონი Wings for Life მსოფლიო რბენა კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ მეხუთედ გაიმართა და მასში მონაწილეობის მისაღებად 7 ათასი მონაწილე დარეგისტრირდა. “Wings for Life World Run” საქველმოქმედო მარათონია, რომელიც ერთდროულად უამრავ ქვეყანაში იმართება.
ფოტო: Imedinews.ge