ახალი ამბები

ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე ზურაბ იაკობაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

იაკობიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მასპინძელი პერიცა დიმიტრიევიჩი 10-0, შემდეგ კი გერმანელი ალექსანდერ სემისოროვი 4-2 დაამარცხა, 1/4 ფინალში ქართველმა ფალავანმა თურქ მუსტაფა კაიას 4 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 11-0 სძლია, თუმცა ნახევარფინალში რუს ილიას ბეკბულატოვთან დამარცხდა. სპორტსმენმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინელ ანდრეი კვიატკოვსკის 1:3 სძლია.