სეს – კახეთში გავრცელებული მავნებელი ფაროსანა არ არის
ნიკოლოზ მესხის ინფორმაციით, ეს მავნებელი იმაზე ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ფაროსანა.
“კახეთის რეგიონში განვათავსეთ 1300-მდე ფერომონიანი დამჭერი და არც ერთ შემთხვევაში არ ფიქსირდება აზიური ფაროსანას გავრცელება. ეს კონკრეტული შემთხვევა და გავრცელებული მავნებელი არ არის აზიური ფაროსანა და სხვა სახეობაა, რომელიც ნაკლებად საფრთხის შემცველია და სასოფლო სამეურნეო სავარგულებისათვის საფრთხეს ნაკლებად წარმოადგენს“, – განაცხადა ნიკოლოზ მესხმა.