სიღნაღში 3000 ჰექტარი მიწის ფართობი მოირწყვება
როგორც knews.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში, რომელსაც შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს, აშენდა ახალი სატუმბი სადგური, მოეწყო სადაწნეო მილსადენი და წყლის რეზერვუარი.
უწყების ინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებს საექსპლუატაციო გზის მოწყობას, სატუმბი სადგურის ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფას და ტერიტორიის კეთილმოწყობას.
“ამ პროექტის გარდა, მიმდინარეობს ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის დანალექისა და მცენარეებისგან გაწმენდის სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს არხში წყლის საპროექტო ხარჯის გატარებას. აღნიშნული სამუშაოები გააუმჯობესებს სარწყავი წყლის 3 000 ჰექტარ მიწის ფართობზე მიწოდებას. შესაბამისად, ეფექტურად მოირწყვება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლები: ანაგა, ძველი ანაგა, ვაქირი, მაშნაარი, წნორი, ჯუგაანი, ტიბაანი, ხირსა, ქვემო მაჩხაანი“, – განუცხადეს knews.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.