გურჯაანში “მოყვარულთა ლიგა – 2018” თასის გათამაშება მიმდინარეობს
ჩემპიონატში 5 გუნდი – „ველისციხე“ , „კალაური“, “ბაკურციხე“ , „ბეკო“ და „ იბერია“ მონაწილეობს . გურჯაანის დავით ყიფიანის სახელობის სტადიონზე ორი თამაში უკვე გაიმართა. „კალაური“ – „ ველისციხის“ დაპირისპირება 1:3 დამთავრდა, ხოლო “იბერია“ – „ ბეკო“ ანგარიშით 0:1 დასრულდა.
მორიგი შეხვედრები შემდეგ კვირაში გაიმართება. მუნიციპალურ შიდა თამაშებში გამარჯვებული გუნდი რეგიონულ ტურნიში მიიღებს მონაწილობას.
ჩემპიონატი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ორგანიზებით ტარდება.