პანკისში 30 წლის მამაკაცი ხრამში გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ხეობაში სანადიროდ, მეგობრებთან ერთად, იმყოფებოდა, მთიან ზედაპირზე ფეხი დაუცურდა და ხევში გადავარდა.
მამაკაცი თბილისში ცხოვრობს და პანკისში სტუმრად იმყოფებოდა.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.