რას მოიცავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა
როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, საშუალოვადიანი დოკუმენტი, რომლის შემუშავებაშიც ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული, მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას, კულტურის და სპორტის და მიმართულებების განვითარებას.
უწყებაში ამბობენ, რომ შეზღუდული რესურსების პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველი ერთეულის მიერ პრიორიტეტების სწორად გამოკვეთა და სახსრების ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა.
,,სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარება მოქალაქეებისათვის მათ საჭიროებებზე დაფუძნებული მომსახურების მიწოდებას მოითხოვს. ამდენად, მუნიციპალიტეტის განვითარების საშუალოვადიანი დაგეგმვა მნიშვნელოვანია თვითმმართველი ერთეულის განვითარებისთვის. საშუალოვადიანი პროგრამა ორიენტირებულია საგარეჯოში სამრეწველო, სავაჭრო და ტურისტული სექტორების განვითარებაზე, უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, რათა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და გაიზარდოს მოსახლეობის რეალური შემოსავლები, სიღარიბის ეტაპობრივად დაიძლიოს და სოციალური ფონი გაუმჯობესებას ხელი შეეწყოს’’- განუცხადეს knews.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.