,,გურჯაანის ნაყინი“ დამატებით 10 სახეობის ნაყინის წარმოებას გეგმავს
საწარმო ამჟამად 30-მდე სხვადასხვა სახეობის ნაყინს აწარმოებს. როგორც Knews.ge-ს კომპანიაში განუცხადეს, პროდუქცია თანამედროვე სტანდარტების დანადგარების მეშვეობით დამზადდება.
,,პროდუქციას იტალიიდან ჩამოტანილი უმაღლესი ხარისხის, უახლესი დანადგარებით ვამზადებთ. გასულ წელს შევიძინეთ ახალი დანადგარი, რომლის მეშვეობითაც ვქმნით დამატებითი სახეობის პროდუქციას. ყველა სახეობის ნაყინი ხელმისაწვდომ ფასში იყიდება”, – განუცხადეს Knews.ge-ს კომპანიაში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გასულ წელს ევროკავშირის მხარდაჭერით, ,,გურჯაანის ნაყინს” 2 მილიონი ლარის ღირებულების აღჭურვილობა გადაეცა, რომლის შემდეგაც წარმოება გაიზარდა და კომპანიას ევროპული სტანდარტის შესაბამისი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების შესაძლებლობა მიეცა.