სოფელ ქედელში შშმ პირებისთვის საოჯახო ტიპის მესამე სახლი გაიხსნა
სახლი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაფინანსებით აშენდა. თემი ,,ქედელი“ საცხოვრებელი ერთობაა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ოჯახურ გარემოში ცხოვრობენ. თემი ,,ქედელი“ 1999 წელს სოფელ ქედელში დაფუძნდა. თემში ამჟამად 17-დან 42 წლამდე 23 პირი ცხოვრობს. სახლის გახსნას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი დაესწრნენ.
“თემ “ქედელში” ჩვენ მესამე სახლი გავხსენით. თემში არსებულ შრომით თერაპიულ სახელოსნოებში საქმიანობით მათ ეძლევათ საკუთარი უნარების და სურვილების რეალიზების საშუალება. თემი ,,ქედელის“ მიზანია თავის მოსახლეებს გამოუმუშაოს დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევები. საცხოვრებელს გარეთ შრომითი ჩართულობით და კულტურული აქტივობებით ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმის შემცირებას”, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი გოგილაშვილმა.