ომბუდსმენი – ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორის ქალები და შშმ პირები არიან
ნინო ლომჯარიას თქმით, სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლად და ყველაზე მოწყვლად ჯგუფად კი კვლავ ორსული ქალები რჩებიან.
,,სახალხო დამცველისადმი დისკრიმინაციის სავარაუდო შემთხვევების შესახებ მიმართვების 35% კერძო სექტორს უკავშირდება. პრობლემურია ასევე სექსუალური შევიწროება, რომელიც საკმაოდ გავრცელებული დისკრიმინაციის ფორმაა, თუმცა მასზე ხშირ შემთხვევაში არ საუბრობენ. სქესის ნიშნით დისკრიმინაციისმსხვერპლად და ყველაზე მოწყვლად ჯგუფად კი კვლავ ორსული ქალები რჩებიან. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შრომის უფლების რეალიზაცია არაერთ გამოწვევას უკავშირდება. ისეთ გამოწვევებთან ერთად, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის და საჯარო სივრცეების მისაწვდომობის პრობლემა, კვლავ პრობლემად რჩება დასაქმების ადგილზე შესაბამისი პირობების შექმნა და მათი დასაქმების ხელშეწყობა”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.