სოფელ ვეჯინში წმ. გიორგი სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო
knews.ge-ს გურჯაანის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა განუცხადა, ტაძარის დანგრევის პირასაა. თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.
„ვეჯინის წმ. გიორგი სახელობის ტაძარი შუა საუკუნეებით თარიღდება. ეკლესიის ბაზილიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ტაძრის გადახურვა მთლიანად ჩაქცეულია, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები. სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება ტაძრის სრული რეაბილიტაცია, პირვანდელი იერ-სახით. გათვალისწინებულია კედლების ამოშენება, გადახურვის მოწყობა და ა.შ.“, – განუცხადა knews.ge-ს თამაზ მარკოზაშვილმა.