გურჯაანის სოფელ შაშიანში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს
ამ დრომდე დადგენილი არ არის, რა რაოდენობის თანხა წაიღეს. არსებული ინფორმაციით, “tbc pay”- ის აპარატი ერთ-ერთი ადგილობრივის სუპერმარკეტში იყო განთავსებული.
შემთხვევა, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. მაღაზიის მფლობელი სავაჭრო ობიქეტში დღეს დილით მივიდა და შენობის კარი და გისოსი გატეხილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის სამართალდამცავებს არავინ არ დაუკავებიათ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რომელიც ქურდობას გულისხმობს.
დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.