ახალი ამბები

პრემიერი მთავრობის წევრებს კახეთში, საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს პირადი მაგალითი მისცენ.
„6 მაისს გაიმართება მსოფლიო მარათონი. ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება არის უმნიშვნელოვანესი. მსოფლიო მარათონი, რომელსაც ჰქვია wings for life, ანუ ფრთები სიცოცხლისთვის, 200-ზე მეტ ლოკაციაზე ტარდება. საქართველოში ამჯერად ჩატარდება კახეთში. ასე რომ მოგიწოდებთ, სურვილის მიხედვით, მიიღოთ მონაწილეობა მარათონში. მნიშვნელოვანია, რომ პირადი მაგალითით მივცეთ მეტი სტიმული ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.