ჰოლივუდის რეჟისორი ქართული სამზარეულოს შესახებ ფილმს გადაიღებს
ამის შესახებ ინფორმაცია რეჟისორმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. კოპოლას თქმით, ის საქართველოში თავის სტუდენტთან ერთად ჩამოვა, რათა ქართული სამზარეულოს სამყაროში იმოგზაუროს. რეჟისორი თავის მოგზაურობას ის არგონავტების მოგზაურობას ადარებს.
„ქართული სამზარეულო უფრო ცეკვას ჰგავს — ხალხურსაც და ბალეტსაც. თბილისში ჩემი სტუდენტი კერძებს ჩემ მეგობარ ნათია მონტგომერისთან ერთად მოამზადებს, რომელსაც საქართველოში თავისი კულინარიული შოუ აქვს. მოემზადეთ ქართველო ძმებო და დებო! არგონავტები მოდიან. შემომიერთდება ჩემი ქართველი მეგობარი ლაშა ზამბახიძე. მისი მისია თქვენი ოქროს საწმისის მოპარვა იქნება. სინამდვილეში მისი მიზანი იქნება „გადაყლაპოს” რაც შეიძლება მეტი ქართული კულტურა და ხელოვნება. შეიძლება სწორედ ესაა ოქროს საწმისი. ალბათ ასეცაა. მიყვარს თავგადასავლები და ეს ჩემმა სტუდენტებმა იციან”, — წერს ქრისტოფერ კოპოლა.
გადაღებების დაწყება ივნისის დასაწყისში იგეგმება. ფილმის ერთ-ერთი მონაწილეა ქართველი კულინარი ნათია მონტგომერი. ჰოლივუდის რეჟისორმა უკვე განათავსა ქსელში ფოტო თავის სტუდენტთან და ქართველ კულინართან ერთად.