ახმეტაში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
არსებული ინფორმაციით, “მიცუბიშის” მარკის ავტომანქანის მძღოლმა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ავარიის შედეგად სამი მგზავრი დაშავდა. მედიკოსების ინფორმაციით, ორი დაშავებული მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 19 წლის წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა, რომელსაც თავდაპირველად ოპერაცია ახმეტის საავადმყოფოში ჩაუტარდა, თუმცა მოგვიანებით საჭირო გახდა მისი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა. როგორც knews.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭუნიაშვილმა განუცხადა, ახალგაზრდა ამ დროისთვის მართვით სუნთავაზე იმყოფება.
knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხსლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.