გურჯაანში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება
როგორც knews.ge-ს გურჯაანის მერიაში განუცხადეს, ველისციხეში მედიკოსები პაციენტებს 5 მაისს, ხოლო ვაჩნაძიანში 6 მაისს მიიღებენ. აქცია სოფლების ამბულატორიებში გაიმართება.
“აქციის ფარგლებში ჩატარდება შემდეგი სახის გამოკვლევები: მუცლის ღრუს, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევები, კარდიოლოგიური გამოკვლევა; სისხლში შაქრის შემცველობის განსაზღვრა. სოციალური აქცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ორგანიზაცია „საქართველოს წითელი ჯვრის“ თანამშრომლობით ხორციელდება”, – განაცხადეს გურჯაანის მერიაში.