თელავში 3000 ძირი ყვავილი დაირგვება
“ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში გამწვანების ზონების გალამაზება ამ კვირის ბოლოდან დაიწყება. ცენტალურ მოედანზე, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ, ასევე ბაზართან და სოფელ ვარდისუბნის წრესთან მოწყობილ მწვანე ზონებში დაახლოებით 3 000-მდე ძირი ყვავილი დაირგვება. ამისათვის თანხა უკვე გამოყოფილია”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.