სიღნაღში შშმ პირებს ეტლები გადასცეს
ასოციაციის თავმჯდომარე მაია კვეზერელი აცხადებს, რომ აღნიშნული აქცია პირველი არ არის, შშმ პირებს ეტლებს ყოველწლიურად გადასცემენ და ამ მიმართულებით კახეთის რეგიონში აქტიურად მუშაობენ.
,,ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ 1992 წელს დაარსდა. ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას ქველმოქმედება წარმოადგენს, რომელიც, ძირითადად, მიმართულია სოციალურად დაუცველი და შშმ პირთა დახმარებისკენ, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში”,- განაცხადა მაია კვეზერელმა.