კახეთში 500 მლნ დოლარამდე ინვესტიციის განახორციელება იგეგმება
როგორც BM.GE-ს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, აღნიშნული თანხა თელავის, გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ეკონომიკის, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას მომხმარდება.
“საუბარია თიანეთის შემოვლითი გზის რეკონსტრუქცია – განახლებაზე, რაც ტურისტულ სეზონს მინიმუმ 3 თვემდე გაზრდის; ასევე საზოგადოებრივი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება სოფლებსა და ტურისტულ ადგილებში; შემოვლითი გზების მშენებლობა; კახეთში აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაცია; კიდევ ერთი დაფინანსებული პროექტის თბილისი-საგარეჯო-გურჯაანი-თელავი სარკინიგზო გზის აღდგენაა ტურისტების გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად. აზიის განვითარების ბანკი, ასევე, აფინანსებს რეგიონში ტურიზმის, წყალმომარაგებისა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. პროექტის ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტებში აშენდება ასევე სპორტული, კულტურული და სავაჭრო ცენტრები”, – განაცხადეს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.