სოფელ საქობოში საპროტესტო აქცია გაიმართა
როგორც ადგილობრივებმა საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ახალგაზრდა უკანონოდ დააკავეს.
სოფელ საქობოს მოსახლეობა გლდანის ციხესთან აქციების გამართვას არ გამორიცხავს.
შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს, ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით, რამდენიმე პირი კახეთსა და თბილისში ერთდროულად დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ისინი ევროპაში მცხოვრები კანონიერი ქურდების დავალებით, კონკრეტულ პირებს თანხას სძალავდნენ. მოსახლეობის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ ჭრელაშვილი შიმშილობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში knews.ge-ს განუცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს.