თელავის მე-4 სკოლის მოსწავლემ ფრანკოფონური სიმღერის კონკურსში გაიმარჯვა
კონკურსში, რომელიც “ევროვიზიის” 2018 წლის ფინალთან დაკავშირებით ჩატარდა, კონკურსში მონაწილეობდნენ 12-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები და სტუდენტები. როგორც knews.ge-ს საქართველოში საფრანგეთის საელჩოში განუცხადეს, კონკურსის მონაწილეებმა შეასრულეს ფრანგული მუსიკალური ჯგუფის „Madame Monsieur“ სიმღერა «Mercy», რომლითაც საფრანგეთი წარსდგება “ევროვიზია 2018”-ზე. გამარჯვებული კონკურსანტი საქართველოში საფრანგეთის ელჩმა სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.
„კონკურსში მონაწილებას იღებდნენ მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებიც იყვნენ 12-დან 18 წლამდე ასაკის. კონკურსის გამარჯვებული, თელავის მე-4 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე რუსუდან კოჭლოშვილი, ფრანგული ენის კურსის ერთ სესიას საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში გაივლის“, – განუცხადეს knews.ge-ს საფრანგეთის საელჩოში.