გურჯაანში ცურვაში ჩემპიონატი პირველად ჩატარდა
ჩემპიონატი 12 წლამდე ასაკის გოგონებსა და ვაჟებს შორის ცურვის ოთხივე სახეობაში გაიმართა. შეჯიბრი გურჯაანის სპორტკომპლექსში ჩატარდა, რომელშიც მთელი საქართველოდან 380-მდე მოცურავე, მონაწილეობდა, მათ შორის ასპარეზობდნენ გურჯაანის აუზის სპორტული ჯგუფის სპორტსმენებიც.
“გურჯაანმა პირველად უმასპინძლა ღია პირველობას ცურვაში. მოასპარეზეები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან იყვნენ. გურჯაანის სპორტკომპლექსის აუზმა დიდი მოწონება დაიმსახურა და სამომავლო გეგმებსაც ჩაეყარა საფუძველი. მერიის მთვარი ამოცანაა ხელი შეუწყოს და განავითაროს სპორტული ცხოვრება გურჯაანში და გურჯაანი გადააქციოს სპორტული მიზიდულობის ცენტრად” – განუცხადა knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.
ღონისძიება საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ააიპ გურჯაანის სპორტული გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა.