ხვალიდან დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევა აიკრძალება
მოწევა ზოგიერთ ღია ადგილშიც არ იქნება ნებადართული.
მოსალოდნელი ცვლილებებით, იურიდიული პირი, შენობაში თამბაქოს მოხმარებისთვის, თავდაპირველად, 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 2 ათასი, ხოლო სისტემატური მოხმარებისას 5 ათსი ლარით დაჯარიმდება.
ცვლილებების მიხედვით, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა (მათ შორის, ვიტრინებზე და სავაჭრო ობიექტის შიგნით გამოფენა), პოპულარიზაცია და სპონსორობა. აკრძალვა შეეხება პროდუქციის გზის ნაწილზე განლაგებასაც.
კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძეა. მისი მოსაზრებით, კანონში, სპეციალური ოთახების მოწყობა მოწეველებისთვის, არ უნდა იყოს გაწერილი.
პარლამენტში კანონპროექტის მეორე მოსმენაზე, კანონის მიღების შემდეგ მისი ადმინისტრირების წესი უნდა გადაწყდეს. ახალი რეგულაციები ძალაში 2018 წლიდან შევა.