დანიაში ყვარელში მცხოვრები მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
ის, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. პაპიაშვილი, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში ცხოვრობდა, ტვირთის გადამზიდავ პოლონურ კომპანიაში ავტომანქანაზე მძღოლად მუშაობდა.
როგორც knews.ge-ს სოფელ მთისძირში მერის წარმომადგენლმა ზაურ თენოშვილმა განუცხადა, ოჯახმა ცხედრის გადმოსასვენებლად დახმარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე სთხოვა.
“შემთხვევა 27 აპრილს მოხდა. გელა მისმა ნათესავმა ნახა და სამართალდამცავებს შეატყობინა. მისი გარდაცვალების შესახებ სხვა ინფორმაცია არ გვაქვს. ოჯახმა დახმარებისთვის უკვე მიმართა საკონსულოს, მაგრამ რადგან უქმე დღეები იყო, შესაბამისი პროცედურები ვერ გაიარეს. ალბათ გელას ძალიან მალე ჩამოასვენებენ სოფელში”, – განუცხადა knews.ge-ს ზაურ თენოშვილმა.
გარდაცვლილი კობა პაპაშვილის მამაა, რომელიც 2017 წლის ნოემბერშისაფრანგეთის ქალაქ ბულონ სულ მერიში, პორტის ტერიტორიაზე მოკლული იპოვეს.