კახურმა ღვინომ სტოკჰოლმში გამართულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
ღონისძიებაზე რამდენიმე კახური ღვინო იყო გამოფენილი.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, ქართულმა კომპანიებმა გამოფენაზე სხვადასხვა სახეობის ღვინო და ჭაჭა წარადგინეს.
,,ქართული ღვინო აღნიშნულ გამოფენაში პირველად იყო წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და შვედეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გამოფენაში მონაწილეობდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი შემდეგი კომპანიები: „შატო ქუმსიაშვილი“, „ქაპ ჯორჯია/ბრუალე“, „მეღვინეობა ვაზიანი“, „საწნახელი“, „ვარციხის მარანი“, „ბესინი“, KTW, „ჩიგოგიძის ღვინოები“ და „წინანდლის მამული“, – განუცხადეს Knews.ge-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
GastroNord პირველად 1985 წელს ჩატარდა და 2 წელიწადში ერთხელ იმართება. აღნიშნული გამოფენა ითვლება ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად საქმიანი შეხვედრებისა და კომერციული პარტნიორების მოძიების კუთხით. GastroNord 2018-ში სულ 500-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.