თელავში ლუდისგან გამოხდილი არაყი გაიყიდება
ლუდის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი ზაზა ზედგენიძე აცახდებს, რომ პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე, სავარაუდოდ, 2019 წელს გამოვა. ზედგენიძის ინფორმაციით, ლუდისგან გამოხდილი არაყი საწყის ეტაპზე თელავში, სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში გაიყიდება.
„ამჟამად კომპანია ქვევრის ლუდს აწარმობს, რომელიც ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ქვევრის ლუდის საცდელი პარტია ჰონკონგში გავგზავნეთ. თუ მოეწონებათ, პროდუქციას ექსპორტზე ჰონკონგში გავიტანთ. 2018 წლის ბოლოს კი ვგეგმავთ ლუდისგან გამოხდილი არწყის წარმოებასაც. პროდუქცია თავდაპირველად თელავში, თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში გაიყიდება“, – განაცხადა ზაზა ზედგენიძემ.