გურჯაანში ცურვაში საქართველოს ღია პირველობა ჩატარდება
შეჯიბრში გურჯაანელ სპორტსმენებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 12 წლამდე ასაკის 150-მდე მოცურავე მონაწილეობს.
გურჯაანის სპორტკომპლექსის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ღია პირველობა ცურვის ოთხივე სახეობაში ჩატარდება. მათი ინფორმაციით, ცურვაში საქართველოს ჩემპიონატი კახეთში პირველად გაიმართება.
,,წლებია ცურვაში შეჯიბრი არ ჩატარებულა კახეთში. ტურნირში მონაწილეობა 12 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შეუძლიათ. შეჯიბრში გურჯაანიდან 20-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოს ღია პირველობა ცურვაში გურჯაანის მერიის დაფინანსებით გაიმართება. გამარჯვებულები კი სიგელებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან”,- განუცხადეს Knews.ge-ს გურჯაანის სპორტკომპლექსის ადმინისტრაციაში.