ყვარელში, ილიას ტბაზე, ინფრასტრუქტურას ანახლებენ
როგორც knews.ge-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სამუშაოები ტურისტული სეზონის მოახლეობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
,,შეკეთდა საქანელები, იღებება სკამები და განახლდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე. ტურისტულ სეზონს სიახლეებით ვხვდებით. ვცდილობთ, დამსვენებელებს გაუმჯობესებული და კომფორტზე მორგებული გარემო შევუქმნათ”, – აცხადებენ მერიაში.
ადგილობრივი მაცხოვრებელების ინფორმაციით, ტურისტული სეზონის დაწყებისთვის ილია ტბა ჯერ მზად არ არის.
,,მედიასაშუალებებში მოვისმინე რომ სეზონისთვის ტბა მზად არ არის. ბუნება არაჩვეულებრივია და კიდევ უნდა იაქტიუროს ხელმძღვანელობამ და შექმნას ისეთი გარემო, რომ დილიდან საღამომდე ოჯახთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატარო“, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ყვარელში მცხოვრები გივი საყვარლიშვილი.